ეკო-კლუბი ,,მზრუნველი ხელები’
ეკო-კლუბის
წესდება და
მიზნები:
1.
ეკო-კლუბის წევრი
შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და მონაწილეობას
მიიღებს მის საქმიანობაში.
2.
ეკო-კლუბის წევრად
მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეკო-კლუბის კურატორი.
3.
მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში მსურველი ხდება სრულუფლებიანი ეკო-კლუბის წევრი ისარგებლებს ყველა იმ უფლებითა
და პრივილეგიით.
ეკო-კლუბის წევრს უფლებამოსილება
უწყდება :
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე.
ბ) თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ეკო-კლუბის მიზნებს და ლახავს კლუბის
ღირსებას.
გ) თუ უხეშად არღვევს კლუბის წესდებას.
ეკო-კლუბის
წევრის უფლებები
და მოვალეობები:
კლუბის წევრს აქვს უფლება
ა) მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობაში.
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის
პროგრამებსა და პროექტებში, მა თ შემუშავებასა და განხილვაში.
გ) ისარგებლოს კლუბის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით
და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
დ) ისარგებლოს კლუბის ემბლემით.
ეკო-კლუბის
წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას წესდება, ხელი შეუწყოს კლუბის საქმიანობას,
პროპაგანდა გაუწიოს კლუბის მიზნებს, უზრუნველყოს კლუბის მიერ დასახულ ღონისძიებათა
განხორციელება.
ბ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა.გ) შესაძლებლობებისა და ინრერესის
შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის საქმიანობაში.
გ) ხელი შეუწყოს კლუბის წინაშე მდგარი მიზნების განხორციელებას.
დ) გაუფრთხილდეს კლუბის რეპუტაცის და ქონებას.
ე) კლუბის წევრს
ეკრძალება იმოქმედოს კლუბის სახელით კურატორის მიერ მინიშნებული რწმუნების რეშე.გა
ეკო-კლუბის
შექმნის მიზნები:
1.
მოსწავლეთათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.
სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
3.
საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
4.
ინტერესის გაზრდა მეცნიერებისადმი;
5.
მოსწავლეთა კვლევის,სინთეზის,ანალიზის,დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
6.
პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
7.
პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა;
8.წყვილებში,ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
ეკო-კლუბის შექმნის
იდეა:
მოსწავლეთა
მიერ ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა როგორც ბუნების წიაღში, ასევე სასკოლო სივრცეში,
რაც ჯანმრთელობის შენარჩუნების პოზიტიური ფაქტორია
ეკო-კლუბის წევრთა სია:
1.კუტალაძე ნიკოლოზი 8.აბჟანდაძე ჯიმშერი
2.კალატოზი ბარბარე 9.გოგალაძე გიორგი
3.მეფარიძე გურამ 10. კუტალაძე სალომე
4. მეფარიძე ნინო 11. ფანჩულიძე ჯუბა
5. ფანჩულიძე გიორგი 12. ჭანტურიძე თამაზი
6.ხეცაძე გიორგი 13. მსხვილიძე ნანი
7.ხეცაძე თაკო
ეკო-კლუბის წევრთა სია:
1.კუტალაძე ნიკოლოზი 8.აბჟანდაძე ჯიმშერი
2.კალატოზი ბარბარე 9.გოგალაძე გიორგი
3.მეფარიძე გურამ 10. კუტალაძე სალომე
4. მეფარიძე ნინო 11. ფანჩულიძე ჯუბა
5. ფანჩულიძე გიორგი 12. ჭანტურიძე თამაზი
6.ხეცაძე გიორგი 13. მსხვილიძე ნანი
7.ხეცაძე თაკო
სამუშაო გეგმა
N
|
შესასრულებელი
საკითხები
|
შესრულების დრო
|
რესურსი
|
შენიშვნა
|
1.
|
ა)
ეკო-კლუბის სახელწოდებისა და გერბის შერჩევა.
ბ) 2018
-2019 წლის სამუშაო გეგმის გაცნობა.
|
სექტემბერი
|
ფლიფჩარტი
მარკერი
მაგნიტური დაფა
|
|
2.
|
ა) ეკო-კლუბის
წესდების, მისი დაარსების იდეისა და მიზნების გაცნობა.
ბ) ,,მე ჯანმრთელ ბუნებაში ვცხოვრობ''.
|
ოქტომბერი
|
ოთახის ყვავილები
|
|
3.
|
ა) ოთახის ყვავილებისათვის ნიადაგის გაფხვიერება და მათ გამოზამთრებაზე ზრუნვა.
ბ) ,,შემოდგომა გაიპარა, მიილია, მიიწურა'' |
ნოემბერი
|
თაბახის ფურცლები,
ფერადი ფანქრები
|
|
4.
|
ა) როლური თამაში,,მე, შენ და ბუნება’’ ბ) საახალწლო პროექტი-,,ნაძვის ხეს მოფერება უნდა". |
დეკემბერი
|
ადამიანური რესურსები
|
|
5.
|
ა) დისკუსია--.დავეხმაროთ ფრინველებს გამოზამთრებაში.
ბ) ჩანახატი-- ჩემი სოფლის ტყე.
|
იანვარი
|
კომპიუტერი, პროექტორი
|
|
6.
|
ა) თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო...’’
ბ) ოთახის მცენარეებისათვის ხელოვნური
მინიატურული საარსებო გარემოს შექმნა.
|
თებერვალი
|
კომპიუტერი
ნარჩენი მასალები
|
|
7.
|
ა) ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.
ბ) ი. გოგებაშვილის ,,ბუნების კარი-ს'' გაცნობა.
|
მარტი
|
კომპიუტერი
ეკრანი
|
|
8.
|
ა) აქცია -,,ყველამ დავრგოთ თითო ძირი ხე’’.
ბ) 22 აპრილი --დედამიწის მსოფლიო დღეა.
|
აპრილი
|
ადამიანური რესურსი
|
|
9
|
ა) მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა ჩვენი სიმდიდრეა.
ბ) ხატვა ასფალტზე: ,,ჩემი თვალით დანახული სამყარო".
|
მაისი
|
ადამიანური რესურსი
|
|
10
|
ა) 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო ფღეა.
ბ) შემაჯამებელი შეხვედრა.
|
ივნისი
|
ფერადი ქაღალდები
ფლიფჩარტი
მარკერები
თაბახის ფურცლები
|
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ეკო-კლუბის სახელწოდებისა და გერბის შერჩევაში.
მათი სურვილისა და ინტერესებიდან გამომდინარე კლუბს დავარქვით ,,მზრუნველი ხელები''
სექტემბერი
მოსწავლეებს გავაცანი ეკო- კლუბის 2018-2019 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა.
ოქტომბერი
ეკო-კლუბის წევრებს გავაცანი კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და კლუბის მიზნები.
მოსწავლეებმა გამოთქვეს მზადყოფნა პირნათლად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და და დაიცვან უფლებები.

ოქტომბერი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა მოაწყვეს გასეირნება ჩვენი სკოლის სუფთა და ლამაზ გარემოში. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ ბუნების მშვენიერი ხედების ხილვით.



ნოემბერი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა ხელი შეუწყვეს ოთახის მცენარეებს (ყვავილებს) საარსებო პირობების გაუმჯობესებაში: გადარგეს ყვავილები, მოახდინეს ყუთებში ნიადაგის დამატება და მიუჩინეს მათ თბილი და მზიანი ადგილი.


ნოემბერი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრების აქტიური მონაწილეობით გავმართეთ ღონისძიება,,შემოდგომა გაიპარა, მიილია ,მიიწურა..''
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები შემოდგომაზე, იმღერეს იცეკვეს. უხვად გამოაფინეს ხილი და ბოსტნეული.
ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.


დეკემბერი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშში ,,მე, შენ და ბუნება"".
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში და კრეატიულად მოქმედებდნენ


დეკემბერი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები""-ს წევრებმა საახალწლოდ წარმოადგინეს ღონისძიება --,,ნაძვის ხეს მოფერება უნდა.''
კლუბის თითოეული წევრი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მოემზადა ამ სანახაობისთვის.








იანვარი
ე კო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები""-ს წევრებმა წარმართეს დისკუსია თემაზე: როგორ დავეხმაროთ ფრინველებს გამოზამთრებაში.
მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, რომ ზამთარი ძალზე მკაცრი და ცივი დროა.
ჩვენთან დამრჩენ ფრინველებს უჭირთ საკვების შოვნა, რომ ყველას შეგვიძლია მოვუწყოთ ფრინველებს საკვებურები, დავუყაროთ საკენკი და პურის ნამცეცები.
კლუბის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში.



იანვარი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები""-ს წევრებმა ისაუბრეს ტყისა და ადამიანის მჭიდრო ურთიერთობაზე, თუ როგორ შეუძლია ჩაერიოს ადამიანი ბუნების მმართველობაში, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად.
მათ აღნიშნეს, რომ გახდებიან ტყის მეგობრები. გააკეთეს ჩანახატი ,,ჩემი სოფლის ტყე''.



თებერვალი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები""-ს წევრებმა მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს ბუნების თავისებურებებზე , კერძოდ ,,თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო..
ისინი დარწმუნებით იმეორებენ ბუნების დიდი მესაიდუმლის ვაჟა-ფშაველას სიტყვებს: ,,ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა....''.
წრის წევრებმა დაკვირვება აწარმოეს გაზაფხულის თავისებურებებზე. გააკეთეს ჩანახატები.





ე კო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები""-ს წევრებმა მზრუნველობა არ მოაკლეს საკლასო

ოთახში არსებულ ოთახის ნცენარეებს, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ოთახის მცენარეებისათვის ხელოვნური მინიატურული საარსებო გარემოს შექმნაში, რისთვისაც გამოიყენეს ნარჩენი მასალა, კერძოდ თუნუქის ქილები.
დაამზადეს ხელოვნური ყვავილები. მათ განუვითარდათ შემოქმედებითი და პოზიტიური უნარ-ჩვევები.

მარტი
ე კო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები""-ს წევრებმა ამ შეხვედრაზე გამოთქვეს თავიანთი აზრი თუ როგორ ზრუნავენ გარემოზე. გააკეთეს ჩანახატები, მოვაწყვეთ სკოლის ეზოში გასვლა და გარემოს დათვალიერება.
წრის წევრები კმაყოფილებას გამოხატავენ , რომ თავიანთი წვლილიცაა ბუნების დაცვასა და გაძლიერებაში.



მარტი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებს გავაცანი ი.გოგებაშვილის ,,ბუნების კარი''.
მათ ავუხსენი, რომ იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ წარუვალი მხატვრულ-პედაგოგიური და ისტორიულ მნიშვნელობის წიგნია. მისი უნივერსალიზმი, თემატური მრავალსახეობა, ენობრივი სისადავე და ლაკონური თხრობა, ზოგადსაკაცობრიოსა და ეროვნულის ოსტატური შერწყმა, ქართული იდენტობისა და პატრიოტული სულისკვეთების მკაფიო დემონსტრაციაა. მოზარდს იგი უღვივებს ეროვნულ ცნობიერებას, უნერგავს შეგნებულობისა და აქტიურობის, სისტემატურობისა და თანამიმდევრობის პრინციპებს. იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ რჩება ქართული საყმაწვილო მწერლობის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ, რომელზეც თაობები იზრდებოდნენ და კვლავაც გაიზრდებიან.
აპრილი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა მოაწყვეს აქცია -,,ყველამ დავრგოთ თითო ძირი ხე’’.
კლუბის წევრებმა თავიანთი ქმედებით გამოხატეს დამოკიდებულება ბუნებისადმი, არ დაიზარეს და სკოლის ტერიტორიაზე დარგეს ნერგები, ისინი იმედოვნებენ, რომ გაახარებენ და მოუვლიან აზალნარგავებს, ამით წვლილს შეიტანენ ბუნების დაცვისა და შენერჩუნების საქმეში.






აპრილი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: 22 აპრილი --დედამიწის მსოფლიო დღეა.
მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ,,დედამიწის დღეს 1970 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღნიშნავს.
ეკო-კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქციებში, კერძოდ: დარგეს ნერგები, შეაგროვეს მაკულატურა, დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია.










მაისი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე ,,მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა ჩვენი სიმდიდრეა''.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, თუ რა შიძლება მოჰყვეს შედეგად ბუნებისადმი თითოეული ჩვენგანის გულგრილ დამოკიდებულებას.
აღნიშნეს, რომ საქართველო ოდითგანვე იყო ამ კუთხით ცნობილი. თითოეული ადამიანისა და კერძოდ, ყოველი ქართველის ვალია იზრუნოს ამ განძის შენარჩუნებასა და გამრავლებზე.



მაისი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა ჩაატარეს ხატვა ასფალტზე: ,,ჩემი თვალით დანახული სამყარო".
მოსწავლეებმა თავიანთ ნახატებში აჩვენეს ბუნების უსაზღვრო სიყვარული..... და შემოქმედებითი უნარ--ჩვევები.




ივნისი
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო ფღეა.
კლუბის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი გარემოსა და ადამიანს შორის მჭიდრო კავშირზე.თავიანთი შემოქმედებით გამოავლინეს ბუნების უსაზღვრო სიყვარული.
,

ივნისი
ეკო-კლუბ ,,მზრუნველი ხელები''-ს წევრებმა ჩაატარეს შემაჯამებელი შეხვედრა.კლუბის თითოეული წევრი პოზიტიურად მოეკიდა მთელი წლის განმავლობაში კლუბში მუშაობას, გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით. გამოხატეს ბუნებისადმი უსაზღვრო სიყვარული., გამოუმუშავდათ კვლევის, ძიების, დახარისხების უნარ-ჩვევები.



რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში დავაარსეთ ეკო-კლუბი ,,მზრუნველი ხელები".საკლუბო მუშაობა წარვმართე წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედით. კლუბში გაერთიანებული იყვნენ მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები..საკლუბო მეცადინეობას ვატარებდით თვეში ორჯერ სხვადასხვა აქტუალურსაკითხებზე. აქტივობები შევუსაბამე ეროვნულ სასწავლო გეგმას და ვიზრუნე მიზნის მისაღწევად სწორად დამეგეგმა და თანმიმდევრულად განმეხორციელებინა საჭირო აქტივობები, რაც მოსწავლეებს დაეხმარებოდა საკუთარი შესაძლებლობების სწორ შეფასებაში, განაპირობებდა მოტივაციის ზრდასა და გააღვივებდა სწავლის სურვილს.
მოსწავლეებს ვეხმარებოდი იდეების რეალიზებაში.კლუბის წევრებთან ერთად ვგეგმავდი აქტივობებს. კეთილგანწყობილი უსაფრთხო გარემო დაფუძნებული იყო თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე. რომელიც ქმნიდა ნიადაგს ურთიერთთანამშრომლობისათვის, ინფორმაცია კლუბის შესახებ ყველა დაინტერესებული პირისთვის დროულად იყო ხელმისაწვდომი.
მათ გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა ბუნებისადმი.,,განუვითარდათ კრეატიული, სოციალური, ძიების, დახარისხების უნარები. გაიზარდა მოსწავლეთა ზეპირმეტყველების და ცოდნის დონე, მივაღწიე მიზანს , რაც დავისახე გეგმის შედგენის დროს.
მოსწავლის შეფასება
ეკო--კლუბის
,,მზრუნველი ხელები“-ს შექმნის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა
დაინტერესებული პირისათვის. ამის
შესახებ მათ, თავიდანვე, განცხადებით ეცნობა.
შემდეგ ინფორმაცია განთავსდა კურატორად არჩეული მასწავლებლის ბლოგზე სახელწოდებით: ეკო--კლუბი ,,მზრუნველი ხელები“.
კურატორი მასწავლებელი დახმარებას გვიწევდა ინიციატივების შემუშავებაში. აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. კლუბის წევრები აქტიურად ვმონაწილეობდით დისკუსიებში, დავამზადეთ ჩანახატები, მოვაწყვეთ ასფალტზე ხატვა, ჩავატარეთ პრეზენტაციები, ვიძიებდით ბუნებასთან დაკავშირებულ კლუბის გეგმის მიხედვით საჭირო მასალებს, ვახდენდით ინფორმაციის დახარისხებას. გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეკო-კლუბის წევრებმა დავამზადეთ პოსტერი: ,,დედამიწა ნარჩენებში იძირება".
კლუბში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, უსაფრთხო გარემო,
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა თვითშეფასების გაზრდას. კლუბის თითოეული წევრი გამოირჩეოდა მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით.
ხელმოწერა: ნინო
მეფარიძე მე-4კლასის
მოსწავლე, ეკო--კლუბის,,მზრუნველი ხელები“-ს წევრი, ლიდერი
თარიღი:
2019 წლის ივნისი.
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
მოსწავლეებთან ფოკუს-ჯგუფის გამოკითხვა ჩავატარე და ცნობილი გახდა, რომ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება. ეკო-კლუბის საქმიანობა და დამუშავებული თემები მორგებული იყო მოსწავლეთ ინტერესებს. თემები, რაც სემესტრის განმავლობაში გაიარეს დაეხმარებათ მათ ცოდნის გაღრმავებაში, რომელიც გამოკითხვის შედეგად აღნიშნეს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ აქტივობები იყო საინტერესო,სახალისო და მრავალფეროვანი, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა, რომელმაც საკლუბო მუშაობა მოსწავლეთა გამოკითხვით გახადა საინტერესო. კლუბის თითოეული შეხვედრა მიმდინარეობდა დინამიურად და პოზიტიუად.. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ დამოუკიდებელი მუშაობის, სოციალური, ძიების, შემოქმედებითი უმარ-ჩვევები. მათ განუმტკიცდათ ბუნების დაცვისა და აღდგენის უნარ-ჩვევები.
მშობელთა გამოკითხვის შედეგები
გამოკითხვა ჩავატარე ფოკუს-ჯგუფის მშობლებთან. მშობელთა გამოკითხვიდან დადგინდა , რომ მათი შვილები კმაყოფილები იყვნენ ეკო-კლუბის ,,მზრუნველი ხელები"-ს მუშაობით. შეიძინეს მეტი ინფორმაცია საკლუბო მუშაობის შედეგად. მშობლების აზრით დამუშავებული საკითხები მათ შვილებს დაეხმარებათ ბუნების სიყვარულის განმტკიცებაში.წ საკლუბო მუშაობაზე გამოყენებული აქტივობები მათი შვილებისათვის იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.