Wednesday, March 27, 2019

პროექტი "გადაარჩინე ტყე!"


პროექტი-,, გადაარჩინე ტყე !’’
პროექტის სახელწოდებ ა - ,,  გადაარჩინე    ტყე  !''

პროექტის აქტუალობა  -  თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ მოზარდს თავიდანვე ჩამოვუყალიბოთ გარემოს დაცვითი ცნობიერება.
პრობლემა -  არ უფრთხილდებიან ტყეს,უმოწყალოდ ანადგურებენ და ჩეხავენ, .თითეული არაკანონიერი ხის მოჭრით ბუნება ნადგურდება,რაც გამოიწვევს ატმოსფეროს დაბინძურებას.

პროექტის მთავარი იდეა - გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს გარემოსადმი პასუხისმგებლობა,შეძლონ განასხვავონ გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები.
პროექტის მიზანი - ვასწავლოთ თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანისათვის,
,,ტყე ქმნის წყალს, წყალი მოსავალს, მოსავალი კი სიცოცხლეს.’’ ეს არის ფრაზა რომელმაც მომცა საშუალება შემექმნა პროექტი ,, გადავარჩინოთ ტყე!’’.
ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე. ტყე არის ადამიანთა ჯანმრთელობა და დასვენება, მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის წყარო.
ბუნ.დაწყ.(I).1.         მოსწავლემ უნდა შეძლოს:
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნ.დაწყ.(I).2.         მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;
ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.

მონაწილეთა ასაკი - 9-10 წელი.
ვადების ხანგრძლივობა - 2 კვირა
-         პროექტისათვის  საჭირო  რესურსები  წითელი წიგნი, საბავშვო ენციკლოპედია, კომპიუტერი, google საძიებო სისტემა, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა - კლასი დაიყოფა ჯგუფებად:
1 ჯგუფი მუშაობს თემაზე - ,,თუ როგორ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ტყეს’’.
2ჯგუფი მუშაობს თემაზე  - ,,რატომ შეიქმნა საქართველოში ნაკრძალები და რა არის ნაკრძალი’’.
3 ჯგუფი მუშაობს თემაზე -  ,,ტყის მნიშვნელობა’’. ისტის გამოყენებით სურათების მოძიება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -   მსგავსი პროექტების მიზანია,მოზარდს გამოუმუშავოს კვლევის, გარემოს შესწავლის, მისი  დაცვისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავება
მოსალოდნელი შედეგები -   ბავშვები გაიგებენ თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ტყის განადგურებამ ადამიანს ,მოსწავლეები თავიანთ თანატოლებთან ერთად დარგავენ ხეებს. ამ პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ადამიანი გაუფრთხილდეს ტყეს. ტყე სიცოცხლის წყაროა ,ის დედამიწის ფილტვებია და ასუფთავებს ჰაერს.
პროექტის ხელმძღვანელი - მარუსა ბერუაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - marusa.beruashvili @gmail.com

ამოცანები
აქტივობები
დრო
რესურსი
ბიუჯეტი
ამოცანის შედეგი
მიზნის დასახვა
 ინფორმაციის მოძიება, თემების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.
1 კვირა
წიგნები, სახელ–ლო, ინტერნეტი.

სკოლის კუთვნილი
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია
მოსწავლეთა მიერ მოძიებული და დახატული ტყის სურათების გამოფენა.
სურათების მოძიება.

ტყის დახატვა.
1 კვირა
წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი
ფერადი ფანქრები.
სკოლის კუთვნილი
მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და
შემოქმედებით უნარ-ჩვევები,


პრეზენტაციის ჩატარება
მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება(პრეზენტაცია) კითხვა– პასუხი,დისკუსია, შეჯამება
2 სთ
ვიდეო–ტექნიკა, ფოტოაპარატი,დაფა, ცარცი, მოხსენებები, კომპიუტერი
სკოლის კუთვნილი
 გააკეთეს მოხსენება. განუვითარდათ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.



 














































































































































































სასწავლო პროექტის რეფლექსია
განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას
პროექტის დასახელება:  ,, გადაარჩინე ტყე  !’’

მიზანი: მოსწავლეთათვის გაცნობა იმისა ,თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტყეს.
განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარი, პრეზენტაციის უნარი.
დაწერენ მოხსენებას,  გააკეთებენ პრეზენტაციას. განუვითარდებათ ანალიზის უნარი.მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში.
პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა დაწერეს მოხსენებები, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარ–ჩვევა,განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გაააკეთეს დასკვნა--,,,ტყე  დედამიწის ფილტვებია’’.
პროექტის , გადაარჩინე  ტყე  ’’.

 დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები გაინაწილეს.
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში. მომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი ასეთ რამეში ჯერ-ჯერობით დახელოვნებულნი არ იყვნენ და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებით,  ხატვით, რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებნენ საჭირო ინფორმაციას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ,თანამშროლობდნენ,
ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდ აყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა განგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლა– გამოცვლა. ეტაპობრივად მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ. მოხსენებები დაწერეს , გამაცვნეს, შენიშვნები გაითვალისწინეს.
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო.
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაცია.  კვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავსი პროექტების განხორციელებისა.



პროექტის -, გადაარჩინე ტყე!  ’’.
                       შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.




ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.




განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.




შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.