Thursday, April 11, 2019

პროექტი "ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს"


პროექტი" ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს".
პროექტის სახელწოდება: " ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს".;
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით წიგნის  კითხვისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტისაქტუალობა: მოსწავლეთადაინტერესება  მხატვრული  ლიტერატურით ,   "წიგნი _ ცოდნის  წყაროა".
პროექტის აქტუალობა  -  თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ მოზარდს თავიდანვე ჩამოვუყალიბოთ წიგნის დაცვითი ცნობიერება, დავაინტერესოთ მხატვრული ლიტერატურით, და შევაყვაროთ კითხვა.
პრობლემა -კომპიუტერის საუკუნეში მწვავედ დადგა წიგნის კითხვის დაზოგადადწიგნიერების პრობლემამიუხედავად სახლებშიარსებული უამრავი ძვირფასი წიგნისამოსწავლეებში იკლო კითხვის ინტერესმაისინი  უპირატესობას ანიჭებენინტერნეტწყაროებსარ სარგებლობენ ბიბლიოთეკითვერ აცნობიერებენ წიგნის სიკეთესა და წიგნიერების ამაღლებისაუცილებლობას.   
პროექტის  მიზნები: მოსწავლეები უნდა  მიხვდნენ , რომ  წიგნი მუდმივი თანმხლები და ამავე დროს საუკეთესო მეგობარია ადამიანისა.  
 გამოუმუშავდეთ ზეპირმეტყველების, კვლევის, წიგნის სიყვარულის, მისი  დაცვისა და გამოყენების  უნარები.
მოსწავლეები  შეისწავლიან წიგნის არსებობის ისტორიასბრძნულ გამონათქვამებსა და ცნობილ ადამიანთანააზრევს წიგნის სიკეთეზე.
·            გააცნობიერებენ კითხვის აუცილებლობასწიგნის „ფიქრებსა“ და წიგნიერების პრობლემას.
·            ესტუმრებიან ბიბლიოთეკასგაეცნობიან აქ არსებული წიგნებით სარგებლობის წესებს და გაწევრიანდებიანმკითხველებად
·            მოსწავლეები დაუმეგობრდებიან და შეიყვარებენ წიგნებსშესაბამისადამაღლდება მათი  თვითშეგნება დაგაიზრდება  წიგნიერების ხარისხი.
განუვითარდებათ ზეპირმეტყველების, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარი, პრეზენტაციის უნარი.



მონაწილეთა ასაკი: 9-10  წელი
ვადები/ხანგრძლივობა: - 2  კვირა
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები , რაც  შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ  შთაბეჭდილებებს წაკითხულის შესახებ, ინტერესდებიან და  სურვილი უჩნდებათ ახალ-ახალი  ლიტერატურის გაცნობისა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები ქართული და საზღვარგარეთის მხატვრული ლიტერატურა,  ჩანაწერების  წიგნი, ელექტრონული წიგნები და სხვ..
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1 ჯგუფი მუშაობს თემაზე -  დაწერეთ--,.რატომ მიყვარს წიგნები.’’
2ჯგუფი მუშაობს თემაზე --მოიფიქრეთ ,, როგორ მოვუაროთ წიგნებს.’’
3ჯგუფიმუშაობსთემაზე გააფორმეთ მხატვრულად და მოიფიქრეთ სლოგანები: წიგნის ფიქრები
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს პრაგმატული ტექსტებისთვის;
Ø  იყენებს მოდელს, საყრდენებს, მითითებებს; საჭიროებისამებრ იყენებს მარტივ გრაფიკულ მაორგანიზებლებს;
Ø  მოდელზე დაყრდნობით (მითითებების მიხედვით) სათანადოდ აფორმებს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს;
Ø  მარტივი საძიებო სისტემის მეშვეობით წინასწარ მოიძიებს საჭირო ინფორმაციას (ბეჭდური/ელექტრონული რესურსების გამოყენებით);
Ø  ეადგენს ტექსტის, წერითი დავალების მოკლე გეგმას;
Ø  ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.




პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): მარუსა ბერუაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - marusa.beruashvili @gmail.com





ამოცანები
აქტივობები
დრო
რესურსი
ბიუჯეტი
ამოცანის შედეგი
მიზნის დასახვა
 ინფორმაციის მოძიება, თემების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.
1 კვირა
წიგნები, სახელ–ლო, ინტერნეტი.

სკოლის კუთვნილი
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან წიგნებთან დაკავშირებით, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია
მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაცია წიგნების შესახებ, სურათების გამოფენა.
სურათების მოძიება.

წიგნების დახატვა.
1 კვირა
წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი
ფერადი ფანქრები.
სკოლის კუთვნილი
მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და
შემოქმედებით უნარ-ჩვევები,


პრეზენტაციის ჩატარება
მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება(პრეზენტაცია) კითხვა– პასუხი,დისკუსია, შეჯამება
2 სთ
ვიდეო–ტექნიკა, ფოტოაპარატი,დაფა, ცარცი, მოხსენებები, კომპიუტერი
სკოლის კუთვნილი
 გააკეთეს მოხსენება ,,წიგნიადამიანის მეგობარია“. . განუვითარდათ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.






სასწავლო პროექტის რეფლექსია
განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას
პროექტის დასახელება:  ,, ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს".;
  

მიზანი:მოსწავლეები  შეისწავლიან წიგნის არსებობის ისტორიასბრძნულ გამონათქვამებსა და ცნობილ ადამიანთანააზრევს წიგნის სიკეთეზე.
·             გააცნობიერებენ კითხვის აუცილებლობასწიგნის „ფიქრებსა“ და წიგნიერების პრობლემას.
·             ესტუმრებიან ბიბლიოთეკასგაეცნობიან აქ არსებული წიგნებით სარგებლობის წესებს და გაწევრიანდებიანმკითხველებად
·             მოსწავლეები დაუმეგობრდებიან და შეიყვარებენ წიგნებსშესაბამისადამაღლდება მათი  თვითშეგნება დაგაიზრდება  წიგნიერების ხარისხი.
განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარი, პრეზენტაციის უნარი.
დაწერენ მოხსენებას,  გააკეთებენ პრეზენტაციას. განუვითარდებათ ანალიზის უნარი.მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში.
პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა დაწერეს მოხსენებები, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარ–ჩვევა,განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში  და გაააკეთეს დასკვნა--,,,წიგნი ადამიანის მეგობარია’’.

























                                                    
  










    






      





    


                                                                        




პროექტის  ,, ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს".   

   დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები გაინაწილეს.
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში. მომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებით,  ხატვით, რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებნენ საჭირო ინფორმაციას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ,თანამშროლობდნენ,  რამაც ხელი შუწყო სოციალური უნარ--ჩვევების განვითარებასა და მოტივაციის გაზრდას.
ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა განგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლა– გამოცვლა. ეტაპობრივად მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ. მოხსენებები დაწერეს , გამაცვნეს, შენიშვნები გაითვალისწინეს. მოსწავლეები პოზიტიურად იყვნენ პროექტში ჩართული. გაიზარდა მათი თვითშეფასება.








-პროექტი" ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს".

                       შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.




ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.




განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.




შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.