Sunday, February 19, 2023


 

პროექტი-,, დავით აღმაშენებელი--მეფე მწიგნობარი“




პროექტის გეგმა

პროექტის თემა:,, დავით მეფე--მეფე მწიგნობარი“

 პროექტის აქტუალობა: გაეცნონ და შეისწავლონ მოსწავლეებმა

დავით მეფის მეფობის პერიოდის შესახებ მეტი ინფორმაცია, იმოგზაურონ დავითის ეპოქაში, კერძოდ, როგორი საქართველო ხვდა  მას წილად, რა იყო მიზეზი საქართველოს დასუსტებისა. როგორ შევიდა ისტორიაში დიდგორის ველზე ბრძოლა.როგორ გაძლიერდა ჩვენი ქვეყანა დავითის მეფობის პერიოდში., 

პრობლემამოსწავლეები არ იცნობენ საქართველოს ისტორიას, საქართველოს მეფეებსა და მათ ღვაწლს ქართველი ხალხის წინაშე, თუ  რატომ არის ისტორიაში შესული დავით  IV, როგორც დავით აღმაშენებელი.

 პროექტის მთავარი იდეა---გამოვუმუშაოთ

მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, გაეცნონ ჩვენი ქვეყნის წარსულს და შეძლონ შეფასება იმისა, თუ როგორი წინაპრები გვყოლია ჩვენ, რა იყო თითოეული ქართველის დევიზი ომში წასვლისას, რა გზა გაიარა საქართველომ დღემდე.

პროექტის მიზანი:  შეძლონ  ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. იამაყონ , რომ ისინი ქართველები არიან და გააგრძელონ სამშობლოზე ზრუნვა.

პროექტის ხანგრძლივობა:  14 დღე 

მონაწილეთა ასაკი9-10  წელი

პროექტისთვის საჭირო რესურსები:  ილუსტრირებული წიგნი--,,დავით აღმაშენებელი‘’,გუგლის საძიებო საიტი, ფერადი თაბახის ფურცლები, წებო, მაკრატელი.   პროექტორი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა: პროექტის დაგეგმვამდე ჩავატარე კვლევა დიალოგის საშუალებით, თუ რა ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს  ჩვენი ქვეყნის წარსულისა და ქართველი მეფეების შესახებ, კერძოდ რა ინფორმაციას ფლობდნენ მეფე-დავით აღმაშენებლის შესახებ.

ჯგუფიმოიძიეთ ინფორმაცია მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდის შესახებ.

 IIჯგუფი: იმოგზაურეთ დავითის ეპოქაში.

ორივე ჯგუფის წევრებმა მოამზადეთ პრეზენტაცია: ,,დავით აღმაშენებელი--მეფე მწიგნობარი“

მდგრადობა: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, კერძოდ, რომ საქარველომ გრძელი და მძიმე გზა გამოიარა. ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ იქნა აოხრებული გარეშე მტრების მიერ, ქართველი მეფეები გმირობისა და თავდადების საუკეთესო მაგალითს აძლევდნენ ქართველ მებრძოლებს. დავით IV  ისტორიაში შევიდა როგორც დავით აღმაშენებელი, რომ მან ააყვავა და გააძლიერა მტრისგან დანგრეული და დასუსტებული ქვეყანა.

ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია დავით აღმაშენებელი--მეფე მწიგნობარი.

მდგრადობა : მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორც ჩვენი ქვეყნის წარსულსა და გარეშე მტრების მრავალჯერ შემოსევის შესახებ, ასევე მეფე დავით აღმაშენებლის მიერ გაწეული იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რამაც ააყვავა და გააძლიერა საქართველო.

პროექტის ხელმძღვანელი:  მარუსა ბერუაშვილი

  პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი:https://marusiaberua.blogspot.com/ 

 

 

ამოცანები

აქტივობები

დრო

რესურსი

ბიუჯეტი

ამოცანის შედეგი

მიზნის დასახვა

 ინფორმაციის მოძიება მეფე დავით აღმაშენებელზე.თემების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.

1 კვირა

წიგნები, კერძოდ ილუსტრირებული დიდი წიგნი ,,დავით აღმაშენებელი“.,  ინტერნეტი.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია

მოსწავლეთა მიერ მოძიებული და შექმნილი სურათების გამოფენა.

სურათების მოძიება

პრეზენტაციის შექმნა.

1 კვირა

წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი

ფერადი ფანქრები. მიკროსკოპი.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და

შემოქმედებით უნარ-ჩვევები,

 

ღონისძიების ჩატარება პრეზენტაციის  სახით.

მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება,პრეზენტაციის გამართვა.

2 სთ

ვიდეოტექნიკა, ფოტოაპარატიმოხსენებები, კომპიუტერი,,ეკრანი, პროექტორი.

სკოლის კუთვნილი

 გამართეს პრეზენტაცია. პრეზენტაცია.განუვითარდათ პრეზენტაციისა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

 

 

 

სასწავლო პროექტის რეფლექსია

განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას

პროექტის დასახელება:  , დავით აღმაშენებელი--მეფე მწიგნობარი“



 

მიზანი:  შეძლონ  ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარჩვევა, განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართველი მეფეების მიერ სამშობლოსათვის გაწეულ თავდადებასა და გმირობაზე, კერძოდ , მეფე, დავით აღმაშენებელმა თუ როგორ გააძლიერა და ააყვავა გარეშეშე მტრების მიერ დასუსტებული და და განადგურებული ქვეყანა.

პროექტის--- ,, დავით აღმაშენებელი--მეფე მწიგნობარი“

 დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი

კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები და აქტივობები გაინაწილეს.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში და მშობლების  გამოკითხვით.  ჩაატარეს პრეზენტაცია,  ომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი ასეთ რამეში ჯერ-ჯერობით დახელოვნებულნი არ იყვნენ და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ., მომზადებული წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და მხურვალე აპლოდისმენტებ დაიმსახურეს.

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებითხატვით, მუშაობდნენ პრეზენტაციიზ გამართვაზე.რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებნენ საჭირო ინფორმაციას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, თანამშროლობდნენ, ამზადებდნენ ჩანაწერებს დავით აღმაშენებელზე.

ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა გაგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლაგამოცვლა. ეტაპობრივად . მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ.მოიძიეს მასალა,, გამაცვნეს, შენიშვნები გაითვალისწინეს. წარმოადგინეს პრეზენტაციაზე თავიანთი ნამუშევრები .

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივავიითა და ჩართულობით.

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაცია,  კვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავსი პროექტების განხორციელებისა. მათი თვითშეფასებაც ამაღლდა. დარწმუნდნენ, რომ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს , მძიმე და საინტერესო ისტორია აქვს.

 

 

 

პროექტის ,---, , დავით აღმაშენებელი--მეფე მწიგნობარი“

                       შეფასება

კრიტერიუმი

კარგი

საშუალო

სუსტი

შენიშვნა

პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული

მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.

ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.

განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.

შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.

პრეზენტაციაზე წარმოადგინე ჯგუფების ნამუშევრები და წაიკითხეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო  ბავშვებისთვის რადგან მათ შეძლეს ინფორმაციის მოძიება და მისი მხატვრულად წარმოდგენა.ასევე პროექტი ძალიან დამეხმარა მოსწავლეთა თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის, რაც იმაში გამოიხატა რომ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციის დროს ყურადღებით უსმენდნენ . პროექტის განხორციელების შემდეგ მეტ დროს უთმობენ მოსწავლეები სამშობლოს თემაზე დაწერილი მოთხრობების კითხვასა და განხილვას. შინ და გარეთ. ანუ, პროექტის მსვლელობის დროს იგრძნობოდა კლასში მეგობრული დამოკიდებულება, იყენებდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარებ. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების მსვლელობაში.