Monday, April 12, 2021

 


დისტანციური სწავლება

 

ვინ ელის საგმირო ასპარეზს,

ვინ უნდა ესტუმროს ვარსკვლავებს?

                                           --- ბავშვები!

ვინ უნდა გაიყვანოს არხები,

ვინ უნდა ააშენოს ქარხნები?

                                          ----ბავშვებმა!

ვის უნდა ეჭიროს ამაყად ,

სამშობლოს დროშა დიადი?

                                    ---- ბავშვებს!

ეს საქართველო თქვენია,

და მომავალიც თქვენია

                                   ---- ბავშვებო!   

                                                              ( გ.ძნელაძე)

                  მართლაც რომ ბავშვებისაა ხვალინდელი დღე, მათ თავი უნდა გამოიჩინონ მეცნიერებაში, ტექნიკაში, ხელოვნებასა და ჩვენი ცხოვრების ყველა დარგში, ახალი და ყოველივე კარგი უნდა შემატონ მშობელ ერს. მათი კარგი აღზრდა ჩვენი სიხარულია, ცუდი აღზრდა კი---მწუხარება და ცრემლები.

              გაზაფხულის მოსვლა სასიცოცხლო ძალებს მიბრუნებს. ზამთრის უღიმღამო და ნაცრისფერი დღეების შემდეგ მარტის მზე მზე და პატარების ჟივილ-ხივილი ენერგიით მავსებს, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს გაკვეთილებზე, თითქოს ხალისი მემატება. თითქოს არა, მართლა მემატება, იდეებიც მოფრინავენ და მოფრინავენ. 2020 წლის გაზაფხულმა და შემოდგომამ (კერძოდ ოქტომბერში-1 კვირა, ნოემბერში-- 2 კვირა, დეკემბერში-- 2 კვირა) მოულოდნელი არდადეგები მოგვიტანა. უსაფრთხოების მიზნით მთელ ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი.  მოსწავლეები,  უფროსები, უნცროსები  და მასწავლებლები სახლში გამოვიკეტეთ, თავს ვარიდებდით ხალხმრავალ ადგილებში გასვლას. ის განწყობა კი, ზემოთ რომ ვწერდი, აღარ მოვიდა. მეტიც, რაღაცნაირად დავითრგუნე. იყო სახელდაურქმეველი შიშიც პირველ დღეებში. მაგრამ მალევე ჩემს თავს შემოვუძახე! სხვა თუ არაფერი, გაზაფხულის ენერგია და ხალისი იმისთვის მჭირდებოდა, რომ მოსწავლეები არ მოდუნებულიყვნენ. განწყობას ხომ გადამდები ძალა აქვს. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. ყოველთვის ფაქიზად ვეკიდები არდადეგების დავალებებს, რადგან თავისუფალი დრო, თამაშის დრო ყველაზე ძვირფასია ბავშვისთვის. მაგრამ სხვა აღმოჩნდა მოულოდნელი არდადეგები, რომლისთვისაც მზად არავინ არ იყო. ჩემი და მოსწავლეების ურთიერთობის საშუალება, ცხადია, დისტანციურია. მსგავსი გამოცდილება არ გვქონდა. მომავლის იმედით შევუდექით კოლაბორაციას.

                როგორ ვასწავლოთ? – გაჩნდა კითხვა დახურულ კარს მიღმა და შიშმა ფართოდ გაახილა თვალები. ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ – ამ სიტყვებთან გაშინაურებულები ვიყავით, მაგრამ... რამდენიმე დღეში ეს შიში მრავალმა შესაძლებლობამ ამოავსო და  საკლასო ოთახებში  რეალური ყოფნა კომპიუტერის ეკრანებთან სხდომით და ინფორმაციის გადაცემით ჩავანაცვლეთ. შეიცვალა სასწავლო დიზაინი. ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავდა – პირისპირ ყოფნა – გადაიდო. დისტანცია ამოივსო მოციმციმე ეკრანებით. დავიწყეთ ტექნოლოგიების შიგნით მზერა და მათი აქამდე გამოუყენებელი შესაძლებლობების შესწავლა და გამოყენება. „გესმით ჩემი?“ - ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ვიმეორებ, როცა ვირტუალურ აუდიტორიაში ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრები. ძალიან დამაკლდა უკუკავშირი, რომელსაც მათთან კომუნიკაციისას ვიღებდი რეალურ საკლასო ოთახებში  . იქ, სადაც თითქმის ყველაფერი ცხადია, სადაც იცი, ვინ არის შენთან, ვინ გისმენს და ვინ გაიგო, რისი თქმა გინდოდა. თუმცა, ამ შესაძლებლობის მიღმაც დარჩნენ მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ და არც შესაბამისი ინსტრუმენტები აქვთ( ჩემს მოსწავლეებს მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ).

                             21-ე საუკუნე ინფორმაციულად დატვირთული საუკუნეა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა მსოფლიო დაიპყრო. ტექნოლოგიების განვითარებამ სკოლები და უნივერსიტეტები ელექტრონული სწავლების აუცილებლობამდე მიიყვანა. საჭირო გახდა ტრადიციული საკლასო ოთახის გამრავალფეროვნება, ტექნოლოგიებით აღჭურვა. ეროვნული სასწავლო გეგმაც მოითხოვდა მედიაწიგნიერი ადამიანის აღზრდას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო მოვლენებმა გამოგვაფხიზლა და ელექტრონული სწავლების აუცილებლობა დაგვანახა.

                      ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ამან ცოტა დაბნეულობა გამოიწვია მათში, ვისაც ამ კუთხით შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონია. გაგიზიარებთ ჩემს მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ვცდილობდი, მოსწავლეებთან დისტანციურად ვიმუშაო. ამისათვის საწყის ეტაპზე, სიმარტივისა და გამოცდილების გამო გამოვიყენე Facebook-ის პლატფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებით კლასებს ვასწავლი, კომუნიკაციის პირველი წყარო ჩემთვის, პირველ რიგში, მშობლები არიან. Facebook-ში გავაკეთე ახალი ჯგუფი დისტანციური სწავლებისათვის. მოვიწვიე მშობლები და კლასის მასწავლებლები, იმისათვის, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, მოსწავლეებისათვის მიეცათ დავალებები.

                        იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ის ჯგუფს ვიყენებდით როგორც საკომუნიკაციო საშუალებას და პრაქტიკაში მრავალჯერადად გვქონდა ნაცადი, გადავწყვიტე, რომ სწავლებაც ამ პლატფორმაზე გამეგრძელებინა. ჯგუფი იძლეოდაა საშუალებას, მომემზადებინა დავალებები და ამეტვირთ Microsoft Word Document-ისა და PowerPoint Presentation-ის სახით, გამეზიარებინა ვიდეო და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფიდან შემექმნა სასაუბრო ჯგუფი, სადაც განვახორციელებდი ვიდეო ზარს.

                      შეუძლებელია მასწავლებელმა მიზანს მიაღწიოს, თუ მას მშობელი არ დაუჭერს მხარს. სწორედ მშობელთა მხარდაჭერის შედეგი იყო ის, რომ 16 მარტს ჩვენ უკვე Zoom-ის პლატფორმით დავიწყეთ სასწავლო პროცესი. დროულად დაწყებულმა და განახლებულმა სასწავლო გარემომ ბავშვებიც მალევე მობილიზებული გახადა და შეაჩვია ონლაინ გაკვეთილებს. ისწავლეს ის წესები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია დისტანციური გაკვეთილის ჩატარების დროს. მაგ: მიკროფონის გათიშვა და ჩართვა. აქედან გამომდინარე სამუშაო პროცესს შეჩვეულმა ბავშვებმა და ამ პროცესში ჩართულმა მშობლებმაც ერთიანი მონდომებითა და პასუხისმგებლობით საუკეთესოდ გაართვეს თავი საპრეზენტაციო დავალების შესრულებას.

პროგრამა Teams. ამ პროგრამის გამოყენებით ქვენ შე გარკვეული პერიოდი წაგვემართა სწავლა--სწავლების პროცესი:  მიმოწერა, სასურველი ფაილების გაგზავნა, ინფორმაციის გაზიარება, დისტანციური სწავლისას სწავლა --სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვა. ვღებულობდი მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებებს და მათ ვაძლევდი უკუკავშირს პოზიტიური განმავითარებელი კომენტარების სახით.

                        სკოლასა და სახლებს შორის გაჭიმული ტელეხიდები კი საშუალებას გვაძლევს, შევაგროვოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვის ქცევათა სისტემის შესახებ და უფრო ფართო ჰორიზონტზე გავიხედოთ, ვიდრე ჩვენი სახლის ზღურბლი და კედლებია. აი რას წერს მშობელი--ვუყურებ ჩემს შვილს, რომელიც სახლისთვის უჩვეულოდ გამოპრანჭული ზის კომპიუტერის ეკრანთან და ვხედავ, როგორ იქცევა გაკვეთილზე; როგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან; როგორ კომუნიკაციაშია მასწავლებლებთან; როგორია მისი თვითშეფასება; შეუძლია თუ არა ყურადღებით ყოფნა; ახდენს თუ არა კონცენტრირებას მთავარ საკითხებზე; რამდენად სერიოზულად ეკიდება გაკვეთილის პროცესს; არის თუ არა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის ავტორიტეტი; არღვევს თუ არა წინასწარ შეთანხმებულ წესებს; როგორ რეაგირებს, როცა სხვები არღვევენ წესებს და ა.შ. ვუყურებ და ვფიქრობ, ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილ

             ზის და ვზივარ! ის ეკრანთან, მე ეკრანს მიღმა. მას ხედავენ, მე უხილავი ვარ. ის საუბრობს, მე გასუსული ვარ. უკვე დიდი ხანია,დღეში სამჯერ, 30-30 წუთით. ის online გაკვეთილზეა, მე online კავშირის ხარისხს უზრუნველვყოფ. ასე ვთქვათ, ტექნიკური პერსონალის ჯგუფს მივეკუთვნებ

                  ონლაინ სწავლებას მრავალმხრივი და ფართო შესაძლებლობები აქვს. ეს არა მხოლოდ მომავლის, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო და ახლა, ბოლო დღეებმა, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ონლაინ სწავლების მეთოდებთან. 2016 წელს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკაში 90%-ზე მეტი მოსწავლე კმაყოფილია ონლაინ სწავლებით და ფიქრობს, რომ ონლაინ სწავლება ისევე სასარგებლოა, ან უმჯობესია, ვიდრე ტრადიციული სწავლება.

                  როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახლში ორი, სამი, ან მეტი ბავშვია და მათი ონლაინ გაკვეთილები პარალელურად მიმდინარეობს? ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ ბავშვები დაწყებით კლასებში, ან საბაზო სკოლაში სწავლობენ, არ აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ რეგისტრაციას, ვერ ერთვებიან ყველა გაკვეთილს, ვერ ახერხებენ მიკროფონში საუბარს და ა. შ. ასეთ შემთხვევაში მშობელიც ე წრება გაკვეთილს, ეხმარება ტექნიკურად, შინაარსობრივ ნაწილშიც მონაწილეობს, ინიშნავს დავალებებს და სხვა, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია. ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად: ჩართვებისა და გათიშვის, რეგისტრაციის გავლისა და სხვა ტექნიკური შეფერხებების გარდა, ეს პრობლემები და მშობლების ჩართულობა დამატებითი კომპონენტია, რომელიც აქამდე ნაკლებად ჩანდა. ამას ემატება კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობა ოჯახში, ონლაინ გაკვეთილების დროს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის ნაკლებობა. რეალურად ხომ შეიძლება, ბავშვები სხვადასხვა კლასში იყვნენ, რაც დამატებით სამუშაო სივრცეებს მოითხოვს და რთულია, ოჯახმა ეს სრულიად უზრუნველყოს. შეიცვალა სასწავლო პარადიგმაც. ტრადიციულად, საშინაო დავალება მოჰქონდათ მოსწავლეებს, კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის იყო უშუალო. მოსწავლემ, უმრავლეს შემთხვევაში, კარგად იცოდა, რა ჰქონდა დავალებად და როგორ უნდა შეესრულებინა. ამჟამად კი, მასწავლებლების მიერ სხვადასხვა ჩათების, სოციალური ქსელების დახმარებით გამოგზავნილი დავალებები უნდა გადასცენ მშობლებმა მოსწავლეებს. ასევე, მშობლების დახმარებით უნდა მოხდეს მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების გადაცემა მასწავლებლებისთვის. და თუ მანამდე არსებული სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: მასწავლებელი – მოსწავლე – (მშობელი) – მოსწავლე – მასწავლებელი დისტანციური სწავლისას  სქემა ასეთია: მასწავლებელი – მშობელი – მოსწავლე – მშობელი – მასწავლებელი. გაკვეთილის არატრადიციულობა მასწავლებელსაც უქმნის პრობლემებს და მოსწავლეებსაც. ზოგი დავალება ცალკე სამუშაოს გულისხმობს, როგორებიცაა დამატებითი დავალების, მასალების დარიგება. თუ ყველაფერი ინტერნეტშია, მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დავალებები კომპიუტერში, ამასაც თავისი სირთულეები ახლავ. მშობლების ჩართულობა აქაც საჭიროა. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახლში რამდენიმე ბავშვია, კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გარეშე და მშობელი, რომელიც ასევე პედაგოგია, მასწავლებელი ან ლექტორი და მასაც იმ დროს უწევს ვიდეო გაკვეთილების, ან ვიდე ო ლექციების ჩატარება, როცა შვილებს აქვთ ონლაინ გაკვეთილები? ჩვენი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. დაგეგმილი და დალაგებული სემესტრი უცებ იცვლება და ახალ რეალობას ახალ-ახალი მოულოდნელობები მოაქვს. როგორც რომაელები ამბობდნენ: „დღე დღის მასწავლებელია“ – “dies diem docet”. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი სლოგანი ასეთია: „ისწავლე ყოველი დღისგან!“. ონლაინ სწავლების ბილიკები გასაკვალია. მეც ამ ბილიკებს მივუყვები. ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი პრინციპია:,,თუ ბედავ სწავლებას , თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა’’ ( ჯონ კოტონ დანა).

                    სწავლა-სწავლება მუდმივი დაკვირვებისა და დროული რეაგირების მოწესრიგებული პროცესია. ამ პროცესში დიდია განმავითარებელი შეფასების როლი. განმავითარებელი შეფასება კი კონსტრუქციულ უკუკავშირს გულისხმობს. კონსტრუქციული უკუკავშირი არის რეაგირება იმაზე, თუ როგორ ასრულებს მოსწავლე დავალებას და როგორ იყენებს ცოდნას. როგორც წესი, უკუკავშირს ზეპირი ან წერილობითი კომენტარის სახე აქვს და მოიცავს შეფასებას, წახალისებას და რჩევას. კომენტართან ერთად, დაწყებით კლასებში ძალიან ბევრი მასწავლებელი იყენებს წამახალისებელ აღნიშვნებს. მაშინ, როცა კონტაქტური საკლასო გარემო დროებით დისტანციურმა სწავლებამ ჩაანაცვლა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსწავლის წახალისებაზე, მოტივაციასა და ჩართულობაზე ვიზრუნოთ. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია სახლიდან მართო ეს პროცესი. მასწავლებლები რთული გამოწვევის წინაშე დავდექით, ამიტომ კოლეგების რჩევები და გამოცდილების გაზიარება, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია.

                    ამავდროულად, მოკლე ვადებში სტარტი აიღო საზოგადოებრივ მაუწყებელთან განხორციელებულმა ერთობლივმა საგანმანათლებლო პროექტმა – „ტელესკოლა“. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია, იმ პერიოდში,როცა მოსწავლე შინ ზის და მას არ შესწევს უნარი იმისა, რომ გარეთ გავიდეს, ტოლებთან გაერთოს. ,,ტელესკოლის’’ გაკვეთილები ორიენტირებული იყო თითოეულ მოსწავლეზე, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა პროგრესს.

               მანამ, სანამ თუნდაც კლასიდან ერთი მოსწავლე ვერ ახერხებს დისტანციურ სწავლებაში ჩართვას, მოდუნების უფლება არ გვაქვს. სწავლების ამ ფორმამ არ უნდა გააღრმავოს სეგრეგაცია და გამოინახოს კონკრეტული მოსწავლისთვის მისაღები საკომუნიკაციო გზები. მასწავლებლები კი, იმისთვის, რომ მოსწავლეების ყურადღება მიიქციონ, ხშირად ეწყობიან ფერად სამოსში, ან ირგებენ მხიარულ აქსესუარებს. მათი დავალებებიც უფრო ოჯახურ გარემოზე გახდა მორგებული, თუ სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ, მოუყვნენ როგორ ზრუნავენ მასზე, როგორია ის და ა.შ. ან აჩვენონ საკუთარი ოთახი თუ კუთხე, სადაც უყვართ მეცადინეობა და თამაში. მოკლედ, საჭიროა ახალ ფორმატში ახალი ვირტუალური ურთიერთობის დალაგება და ნდობის მოპოვება. თუ მათემატიკის სწავლებისას რესურსოთახში კუბიკებს იყენებდა მასწავლებელი, სახლის პირობებში ის ჩანაცვლებული უნდა იყოს სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ან პროდუქტებით, როგორიცაა ნატეხი შაქარი, ან თუნდაც მაკარონის ჩხირები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მშობელთა ჩართულობა და იმ დავალებებისთვის თვალის მიდევნება, რომელსაც მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს. რეკომენდაციებს შორის არის ისეთი თამაშები ბავშვებთან, რაც ეკრანის წინ ჯდომას არ გულისხმობს. საჭიროა ფიზიკური დატვირთვა სახლის პირობებში, მოსწავლეების ფიზიკური განვითარება რომ არ შეფერხდეს. გარდა ვარჯიშისა, შეიძლება აქტიური თამაშების მოფიქრება, როგორიცაა „განძზე ნადირობა“, რომელიც სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს დამალული. თამაშისთვის ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს, ასევე კოსტიუმების მორგებაც შეიძლება ხელთ არსებული აქსესუარებიდან. რეკომენდებულ აქტივობებს შორისაა ცეკვის ან სპექტაკლის დადგმა. მათი შერჩევა ასაკის მიხედვით და ბავშვისთვის საყვარელი ნაწარმოებების შერჩევით შეიძლება. აქაც დეკორაციებს და კოსტიუმებს დიდი მნიშვნელობა  . ამ აქტივობებს მზადება სჭირდება, მსგავსი აქტივობები დიდხანს ართობს ბავშვს და საინტერესოს ხდის სახლში ყოფნას. რა თქმა უნდა, სამაგიდო თამაშები (ლოტო, ბანქო, მოზაიკა და სხვა) არის ძალიან სახალისო და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება. შეიძლება ბავშვების დაინტერესება სხვადასხვა პროექტებით, იქნება ეს სათამაშოების სათავსოს, თოჯინების სახლის, საფრენი აპარატის მშენებლობა, თემატური დასურათებული წიგნების შექმნა (ხუმრობების, იგავ-არაკების, ზღაპრების, მოთხრობების), ან ახალი უნარის განვითარებით ან სწავლით – ლექსი, სიმღერა, ფოკუსი,.. შეიძლება ფილმების შერჩევა მიზანმიმართულად განხორციელდეს და დაეხმაროს იმ თემის შესწავლას, რომელსაც იმ ეტაპზე სწავლობს ბავშვი. ამ შემთხვევაში მასწავლებლების როლი მნიშვნელოვნია, დავალებებთან ერთად კარგია, თუ რჩევებს მისცემენ მშობლებს, ბავშვებს დაეხმარებიან ნანახი ფილმის გაგება-გააზრებაში. განათლების ხელმისაწვდომობის შემცირების რისკის მინიმიზაცია არის დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სკოლების ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება, სისტემის მუშაობის გადააზრება და პრიორიტეტების გადახედა.

                 ახლა, როცა უიმედობის შიშს დედამიწა ხელში უჭირავს, სახლებში გამოკეტილი ადამიანებისთვის სიტყვები შეიძლება ყველაზე ბასრი იარაღი იყოს, რაც კი გაგვაჩნია. არ დავივიწყოთ, რომ დისტანციური სწავლა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

Covid 19 ჩაივლის...

                                           



                    


               










                                                        























































Tuesday, March 30, 2021

 პროექტის სახელწოდება :   „ჩვენი თოჯინების თეატრი“ ( ,,ბაქია კურდღელი’’).                                                                                       

პროექტის მთავარი იდეა: სასკოლო თოჯინების თეატრის შექმნა ქართული ხალხური ზღაპრის ,,ბაქია კურდღელი’’-ს მიხედვით.

პროექტის აქტუალობა:  პროექტი აქტუალურია, რადგან დაწყებითი კლასების მოსწავლეებში არის პრობლემა გამართული მეტყველების უნარისა  და სოციალური უნარ--ჩვევების ნაკლებობის.

პროექტის მიზანი:  მნება თოჯინების თეატრი ქართული ხალხური ზღაპრის ,,ბაქია კურდღელი’’-ს მიხედვით.

  ბავშვებს საშუალება ექნებათ  უშუალოდ მონაწილეობა მიიღონ  და იყვნენ როგორც სცენარისტები, ასევე თავად დაამზადონ თეატრისათვის საჭირო ყველა დეკორაცია ,მოიძიონ თოჯინები, დაამზადონ  აფიშა, რეკლამა კომპიუტერით Power Point პროგრამაში. სპექტაკლზე გადაიღებენ  სურათებსა და ვიდეოს,  Power Point პროგრამაში მოამზადებენ  პრეზენტაციას.მოსწავლეები ეზიარებიან ხელოვნებას, მიეჩვევიან მხატვრულ კითხვას, ისაუბრებენ გამართული  ლიტერატურული ენით. მოსწავლეებ ერთმანეთს გაუზიარებენ   შთაბეჭდილებებ წაკითხულის, ნანახისა  და განცდების შესახებდაინტერესდებიან და  სურვილი გაუჩნდება ახალ-ახალი  ლიტერატურის გაცნობისა.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ზღაპარი ,,ბაქია კურდღელი“, ფოტო-ვიდეო მასალა,ინტერნეტი თოჯინების თეატრისათვის საჭირო დეკორაციები, თოჯინები, სცენარი, კომპიუტერი, აფიშა,რეკლამა, პრეზენტაცია.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტიობები): 

   1. სპექტაკლისათვის ზღაპრის შინაარსის გაცნობა, გახმოვანებული ზღაპრის მოსმენა და ნახვა კომპიუტერით, სცენარის შექმნა.

   2. საჭირო რესურსების დამზადება: თოჯინები, დეკორაციები, აფიშა, რეკლამა, მოსაწვევები.

   3. როლების განაწილება.

   4. როლების დასწავლა , რეპეტიციები.

   5. სპექტაკლის პრეზენტაცია.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ისტ, სახ. და გამოყენებითიხელოვნება,

  ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება

Ø  განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;

Ø  აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახე

Ø  მოსწავლეადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში. ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

Ø   მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკასა და ძირითად ენობრივ ფორმებს, კითხულობს მხატვრულად.

Ø   მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);

Ø  იყენებს ნაცნობ ლექსიკას

 მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტსა და პრინციპს ნამუშევრის შექმნისას. მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას. მოსწავლე ამჟღავნებს მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

მონიტორინგი და შეფასება: მასწავლებელი ამოწმებს, თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს პროექტის დანერგვის პროცესი, თუ რამდენად წარმატებული იყო პროექტი. შეფასებას ახდენს პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის პრეზენტაციისას შეფასების რუბრიკით.

ამ პროექტის მთავარი ამოცანაა ყველა ადამიანმა იცხოვროს ისე, რომ აკეთოს სხვებისთვის სასარგებლო საქმე და არ იყოს ორიენტირებული საკუთარი თავის ქებასა და ბაქიაობაზე.

მდგრადობა: მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ბაქიაობა ცუდი თვისებაა, საკუთარი თავი შენ მაშინაც კი არ უნდა აქო, თუკი ამას იმსახურება, ისეთ რამეს ნუ დიკვეხნით, რასაც ვერ განახორციელებთ, არამედ ,,საქმემან შენმა გამოგაჩინონ“.  

პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარუსა ბერუაშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: marusa.beruashvili@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: marusiaberua.blogspot.com

 

 

 

ამოცანები

აქტივობები

დრო

რესურსი

ბიუჯეტი

ამოცანის შედეგი

მიზნის დასახვა

 ინფორმაციის მოძიება, დეკორაციების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.

2 კვირა

წიგნი,  ინტერნეტი.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია

მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალის, კერძოდ ტყის ბინადარი ცხოველების სურათების გამოფენა., როლების განაწილება.

სურათების მოძიება.

 

დეკორაციების დამზადება.

გახმოვანებული ქართული ხალხური ფილმის ,,ბაქია კურდღელი“ ნახვა და გაანალიზება.

1 კვირა

წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი

ფერადი ფანქრები.

თოჯინები.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და

შემოქმედებით უნარ-ჩვევები,

 

პრეზენტაციის ჩატარება

მოსწავლეთა მიერ თოჯინების თეატრის  ჩატარებ(პრეზენტაცია)

1 სთ

ვიდეოტექნიკა, კომპიუტერი

სკოლის კუთვნილი

ჩაატარეს თოჯინების თეატრი,,ბაქია კურდღელი’’. თითოეული მოსწავლე მაყურებლის წინაშე წარსდგა დიდი მონდომებითა და  მოტივაციით.



სასწავლო პროექტის რეფლექსია

განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-2კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა  2 კვირას.

პროექტის დასახელება:  -  ჩვენი თოჯინების თეატრი’’( ბაქია კურდღელი)

 

მიზანი:  ხელის შეწყობა ახალგაზრდებს შორის სოციალური უნარ--ჩვევების დანერგვასა და პოპულარიზაციაში. მოსწავლეთათვის გაცნობა იმისა ,თუ რა ცუდი თვისებაა ადამიანებში მკვეხარობა და ბაქიაობა.

 მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარი, პრეზენტაციის უნარი.

წაიკითხავენ ზღაპარს, უყურებენ ფილმს ,,ბაქია კურდღელი’’,გააკეთებენ პრეზენტაციას. განუვითარდებათ ანალიზის უნარი. მონაწილეობას მიიღებენ თეატრალურ დადგმაში.

პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარჩვევა,განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მავნე თვისებებზე, როგორიცაა მკვეხარობა და ბაქიაობა. აააკეთეს დასკვნა-,,ადამიანი ფასდება თავის მიერ გაცემული სიკეთით“.

 

 

პროექტის ,,ჩვენი თოჯინების თეატრი ( ,,ბაქია კურდღელი’’)

დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი

კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით როლები  გაინაწილეს.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში. მოიძიებდნენ თოჯინებს,მონაწილეები მე-2 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პროექტის განხორციელებას.

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებითფილმის ყურებით,  ხატვით, თოჯინების დამზადებით, რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებნენ საჭირო ინფორმაციას  ,,ბაქია კურდღელზე’’და ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს,,თანამშროლობდნენ.

ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი 15 დღეში უნდა გაგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლაგამოცვლა. ეტაპობრივად მუშაობის შედეგებს მაცნობდნენ.როლები შეისწავლეს და მე ჩამაბარეს. შენიშვნები გაითვალისწინეს.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით.

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაციაკვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავსი პროექტების განხორციელებისა.ამაღლდა მოსწავლეთა თვითშეფასება. თეატრზე დამსწრე მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორმა სიტყვიერი მადლობა გადაუხადეს ,,პატარა მსახიობებს’’.

 

 

 

პროექტის -,-  ,,ჩვენი თოჯინების თეატრი’’ ( ,,ბაქია კურდღელი’’)

’’.

                                                შეფასება

კრიტერიუმი

კარგი

საშუალო

სუსტი

შენიშვნა

პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული

მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.

ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.

განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.

შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.