სასკოლო ო პროექტი-,, მიკრობები ყველგან
ცხოვრობენ“
პროექტის
გეგმა
პროექტის
თემა:,, მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“
პროექტის აქტუალობა: გაეცნონ და შეისწავლონ მოსწავლეებმა
მიკრობების სახეები, მათი ფორმა, ზომა
და თუ სად ბინადრობენ ისინი, როგორ მრავლდებიან , როგორ განვასხვავოთ სასარგებლო
და მავნე მიკრობები ერთმანეთისაგან.რომელია ბაქტერიული ინფექციები., როგორ
დავიცვათ თავი კოვიდინფექციისაგან.
პრობლემა: მოსწავლეები არ იცნობენ მიკრობების ფორმებს, მათ ნაირსახეობებს, საარსებო გარემოს,
დაავადების გამომწვევ მიკრობებს, მიკრობები თუ როგორ იცავენ თავიანთ თავს, რატომ
ხდება ცხოველთათვის ანტიბიოტიკების მიწოდება რუტინულად. რატომაა აცრა აუცილებელი. რატომ უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენა.
პროექტის მთავარი იდეა---გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს მიკრობების კლასიფიკაციის
უნარ-ჩვევები, განასხვავონ დაავადების გამომწვევი და სასარგებლო ბაქტერიები და
ამოიცნონ მათი საარსებო გარემო.
პროექტის
მიზანი: შეძლონ ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ
ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მიიღონ პრევენციული ზომები დაავადების გამომწვევ მიკრობრბთან.
პროექტის
ხანგრძლივობა: 14 დღე
მონაწილეთა ასაკი: 9-10-11- წელი (მე-3 და მე-4კლასელები)
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი, ფერადი თაბახის ფურცლები,წებო, მაკრატელი.მიკროსკოპი.
პროექტის მსვლელობა: პროექტის დაგეგმვამდე ჩავატარე მე-3 და მე-4 კლას კვლევა დიალოგის საშუალებით, თუ რა
ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს მიკრობების შესახებ, იცოდნენ თუ არა, რომ მათი ათასობით
განსხვავებული სახეობა არსებობს. ისინი საუბრობდნენ ზოგადად პირადი ჰიგიენის
დაცვაზე.
I ჯგუფი: მოიძიეთ ინფორმაცია მიკრობების შესახებ.
IIჯგუფი: ფლიფჩარტზე
დახატეთ და წარმოაგინეთ სხვადასხვა ფორმის მიკრობები.
ორივე ჯგუფის წევრებმა შექმენით ზღაპარი --,,მოგზაურობა მიკრობების
სამეფოში“.
მდგრადობა: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, კერძოდ, რომ ბაქტერიები არიან მიკროსკოპული ზომის ერთუჯრედიანი ორგანიზმები, ისინი რომ არსებობენ მიწაშიც, წყალშიც და ხმელეთზეც და ჩვენს ორგანიზმშიც. მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია პრესკონფერენციის
სახით.
მდგრადობა : მოსწავლეებმა ისაუბრეს
როგორც დაავადების გამომწვევ, ასევე იმ სასარგებლო მიკრობებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, როგორც საოჯახო, ასევე
სამრეწველო პირობებში.
პროექტის ხელმძღვანელი: მარუსა ბერუაშვილი
პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი:https://marusiaberua.blogspot.com/
ამოცანები |
აქტივობები |
დრო |
რესურსი |
ბიუჯეტი |
ამოცანის შედეგი |
|
მიზნის დასახვა |
ინფორმაციის მოძიება
ბაქტერიებზე., მათ ნაირსახეობაზე.,
თემების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება. |
1 კვირა |
წიგნები, ბუნების სახელ–ლო, ინტერნეტი. |
სკოლის კუთვნილი |
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია |
|
მოსწავლეთა მიერ მოძიებული და შექმნილი სურათების გამოფენა. |
სურათების მოძიება
მიკრობების ფორმასა და ზომაზე. ცნების რუკისა და ვენის დიაგრამის გამოყენება.. ზღაპრის დაწერა. |
1 კვირა |
წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები. კომპიუტერი ფერადი ფანქრები. მიკროსკოპი. |
სკოლის კუთვნილი |
მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და შემოქმედებით უნარ-ჩვევები,
|
|
ღონისძიების ჩატარება პრესკონფერენციის სახით. |
მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება,პრეს კონფერენციის
გამართვა. |
2 სთ |
ვიდეო–ტექნიკა, ფოტოაპარატი, მოხსენებები, კომპიუტერი,მუსიკალური ტექნიკა. |
სკოლის კუთვნილი |
გამართეს პრესკონფერენცია.,განუვითარდათ პრეზენტაციისა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. |
|
სასწავლო
პროექტის
რეფლექსია
განვახორციელე
სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას
პროექტის დასახელება: --,, მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“
მიზანი: შეძლონ ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ
ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია,
მოსწავლეებმა დაწერეს ზღაპრები, გამოიმუშავეს სინთეზის უნარ–ჩვევა, განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს მიკრობების
ნაირსახეობაზე და ახსნეს თუ რომელია დაავადების გამომწვევი და რომელია სასარგებლო ბაქტერიები.
პროექტის--- ,, მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“.
დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი |
კომენტარები |
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში |
ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები და აქტივობები გაინაწილეს. |
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია |
მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში და მშობლების
გამოკითხვით. ჩაატარეს
პრეკონფერენცია, მომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი ასეთ რამეში ჯერ-ჯერობით დახელოვნებულნი არ იყვნენ და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ., მომზადებული წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და მხურვალე აპლოდისმენტები
დაიმსახურეს. |
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ |
მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებით, ხატვით, მუშაობდნენ ზღაპრის დაწერაზე,
რჩებოდნენ
გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებდნენ
საჭირო ინფორმაციას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, თანამშროლობდნენ, ამზადებდნენ ნახატებს
სხვადასხვა სახის მიკრობებზე. |
ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი |
მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა გაგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლა– გამოცვლა. ეტაპობრივად . მუშაობის
შედეგებს მე მაცნობდნენ. ზღაპრები დაწერეს
, გამაცვნეს, შენიშვნები გაითვალისწინეს. წარმოადგინეს პრესკონფერენციაზე
თავიანთი ნამუშევრები და ზღაპრები. |
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი |
მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივავიითა და ჩართულობით. |
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე |
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაცია, კვლავ
გამოთქვეს სურვილი მსგავსი პროექტების განხორციელებისა. მათი თვითშეფასებაც ამაღლდა. დარწმუნდნენ, რომ ჩვენი
ჯანმრთელობა დამოკიდებულია პირადი
ჰიგიენის დაცვაზე. |
პროექტის ,---,, მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“.
შეფასება
კრიტერიუმი |
კარგი |
საშუალო |
სუსტი |
შენიშვნა |
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული |
||||
მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია. |
||||
ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს. |
||||
განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს
მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის. |
||||
შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს. |
პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს
პრეზენტაციის სახით ჯგუფების
ნამუშევრები და წაიკითხეს მათ მიერ შექმნილი ზღაპრები.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის
რადგან მათ შეძლეს ინფორმაციის მოძიება და მისი მხატვრულად წარმოდგენა.ასევე პროექტი ძალიან დამეხმარა მოსწავლეთა თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის,
რაც იმაში გამოიხატა რომ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციის დროს ყურადღებით უსმენდნენ . პროექტის განხორციელების შემდეგ მეტ
დროს უთმობენ მოსწავლეები პირადი ჰიგიენის დაცვას სკოლაში, შინ და გარეთ. ანუ, პროექტის მსვლელობის დროს იგრძნობოდა კლასში მეგობრული დამოკიდებულება, იყენებდნენ
ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარებს. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების მსვლელობაში.