Monday, January 9, 2023

 


პროექტი-,, ახალი წელი მოდის ქართული"




პროექტის გეგმა

პროექტის თემა:  ,,ახალი წელი მოდის ქართული"

 პროექტის აქტუალობა: გაეცნონ და შეისწავლონ მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საახალწლო ტრადიციები, გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოძიების და შემოქმედებითი უნარჩვევები.

პრობლემამოსწავლეებმა არ იციან, არ იცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ საახალწლო ტრადიციებს.

პროექტის მთავარი იდეა---გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს საახალწლო ტრადიციებისადმი პატივისცემა, შეძლონ , განასხვავონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე შემორჩენილი  და ახალი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთისაგან.

პროექტის მიზანი:  შეძლონ  ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის ხანგრძლივობა:  14 დღე 

მონაწილეთა ასაკი9-10  წელი

პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი, ფერადი თაბახის ფურცლები,წებო, მაკრატელი.  

პროექტის მსვლელობა: პროექტის დაგეგმვამდე ჩავატარე კვლევა დიალოგის საშუალებით, თუ რა ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ საახალწლო ტრადიციებზე. აღმოჩნდა, რომ ისინი  არ იცნობდნენ  უკვე მივიწყებულ საახალწლო ტრადიციებს. საუბრობდნენ მხოლოდ ნაძვის ხის დადგმაზე, მეკვლეზე, თოვლის პაპაზე, დავგეგმე პროექტი და მათ დავალება მივეცი ჯგუფებში.

ჯგუფიდაამზადეთ ნაძვის ხის მოსართავები.

 IIჯგუფი: დაამზადეთ საახალწლო მისალოცი ბარათები,

IIIჯგუფი მოიძიეთ ინფორმაცია საახალწლო ტრადიციებზე,  შემოვიფარგლე  რამოდენიმე კუთხით, კერძოდ: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო იმერეთით. შევაჯერეთ მოძიებული ინფორმაცია ჯგუფებში.

მდგრადობა: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, კერძოდ, საახალწლო ტრადიციები იმერეთში, ქართლში, კახეთში,გურიასა და სამეგრელოში. გამოუმუშავდათ მანაშრომლობითი უნარ-ჩვევები, შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის ხელმძღვანელი:  მარუსა ბერუაშვილი

 

26 დეკემბერს კი ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების სახით.

მდგრადობა : მოსწავლეებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ ქართლში, კახეთში, იმერეთში გურიასა და სამეგრელოში და მის მნიშვნელობაზე.

 

 

 

 

ამოცანები

აქტივობები

დრო

რესურსი

ბიუჯეტი

ამოცანის შედეგი

მიზნის დასახვა

 ინფორმაციის მოძიება, თემების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.

1 კვირა

წიგნები, სახელლო, ინტერნეტი.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია

მოსწავლეთა მიერ მოძიებული და შექმნილი სურათების გამოფენა.

სურათების მოძიება.

 

1 კვირა

წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი

ფერადი ფანქრები.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და

შემოქმედებით უნარ-ჩვევები,

 

ღონისძიების ჩატარება

მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება,ღონისძიების გამართვა.

2 სთ

ვიდეოტექნიკა, ფოტოაპარატიმოხსენებები, კომპიუტერი,მუსიკალური ტექნიკა.

სკოლის კუთვნილი

 გამართეს ღონისძიება,განუვითარდათ პრეზენტაციისა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

 

 

 

სასწავლო პროექტის რეფლექსია

განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას

პროექტის დასახელება:  ,, ახალი მოდის ქართული’’



 

მიზანი:  შეძლონ  ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა დაწერეს მოხსენებები, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარჩვევა, განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ ქართლში, კახეთში,იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. მის მნიშვნელობაზე .

პროექტის ,, ახალი მოდის ქართული ’’.

 დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი

კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები გაინაწილეს.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში. მომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი ასეთ რამეში ჯერ-ჯერობით დახელოვნებულნი არ იყვნენ და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ., მომზადებული წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და მხურვალე აპლოდისმენტებ დაიმსახურეს.

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებითხატვით, რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებნენ საჭირო ინფორმაციას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ,თანამშროლობდნენ, ამზადებდნენ სიმერებსა და ცეკვებს.

ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა განგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლაგამოცვლა. ეტაპობრივად . მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ. მოხსენებები დაწერეს , გამაცვნეს, შენიშვნები გაითვალისწინეს. წარმოადგინეს საახალწლო ტრადიციული წეს -ჩვეულებები.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივავიითა და ჩართულობით.

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაციაკვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავსი პროექტების განხორციელებისა. მათი თვითშეფასებაც ამაღლდა.მაყურებლისთვის შექმნეს პოზიტიური განწყობა

 

 

 

პროექტის ,, ახალი მოდის ქართული,, ’’.

                       შეფასება

კრიტერიუმი

კარგი

საშუალო

სუსტი

შენიშვნა

პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული

მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.

ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.

განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.

შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.

ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ საახალწლო ტრადიციები ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. წაიკითხეს ბავშვებმა საახალწლო ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო  ბავშვებისთვის რადგან მათ შეძლეს ინფორმაციის მოძიება და მისი მხატვრულად წარმოდგენა.ასევე პროექტი ძალიან დამეხმარა მოსწავლეთა თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის, რაც იმაში გამოიხატა რომ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციის დროს ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს, ასევე თვითონვე გაანაწილეს როლები ვინ იცეკვებდა,ვინ იმღერებდა,  . ანუ, პროექტის მსვლელობის დროს იგრძნობოდა კლასში მეგობრული დამოკიდებულება, ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარები. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების მსვლელობაში. ღონისძიების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ერთი საათი. მიმაჩნია რომ შეძლებდნან უფრო მეტს და კარგი იქნებოდა თუ არ შემოვიფარგლებოდნენ მხოლოდ ხუთი კუთხით და საქართველოს დანარენი კუთხის ტრადიციებზეც გავამახვილებდი მათ ყურადღებას.

პროექტში მონაწილეობდნენ  მუსიკის, ცეკვის და ხელოვნების მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი  წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში.

 



























   




    
        



                   






No comments:

Post a Comment