პროექტი-,, საახალწლო ტრადიციები იმერეთში"
პროექტის გეგმა
პროექტის თემა: საახალწლო
ტრადიციები იმერეთში
პროექტის აქტუალობა: გაეცნონ და შეისწავლონ იმერეთში არსებული საახალწლო ტრადიციები,
გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოძიების და შემოქმედებითი უნარ–ჩვევები.
პრობლემა: მოსწავლეებმა
არ იციან არ იცნობენ უკვე მივიწყებულ ძველ საახალწლო ტრადიციებს იმერეთში.
პროექტის მთავარი იდეა - - გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს საახალწლო ტრადიციებისადმი
პატივისცემა,შეძლონ განასხვავონ დღემდე შემორჩენილი და ახალი საახალწლო ტრადიციები
ერთმანეთისაგან.
პროექტის მიზანი: შეძლონ ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ
ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება.
პროექტის ხანგრძლივობა: 14 დღე
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
- პროექტისათვის საჭირო რესურსები კომპიუტერი, google საძიებო სისტემა, პროექტორი.,ფერადი
ქაღალდები,წებო, მაკრატელი.
პროექტის მსვლელობა: პროექტის დაგეგმვამდე ჩავატერე კვლევა დიალოგის
საშუალებით თუ რა ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს საახალწლო ტრადიციებზე
საქართველოში და კერძოდ,იმერეთში.. აღმოჩნდა რომ ბავშვები არ იცნობდნენ უკვე მივიწყებულ
ტრადიციებს.საუბრობდნენ მხოლოდ ნაძვის ხის დადგმაზე, მეკვლეზე და „თოვლის პაპაზე“.
დავგეგმე პროექტი და დავალება მივეცი ჯგუფებში
I ჯგუფი: დაამზადეთ ნაძვის ხის მოსართავები.
IIჯგუფი: დაამზადეთ
საახალწლო მისალოცი ბარათები,
IIIჯგუფი: მოიძიეთ
ინფორმაცია საახალწლო ტრადიციებზე, შემოვიფარგლე ჩვენი კუთხით იმერეთით.
შევაჯერეთ მოძიებული ინფორმაცია ჯგუფებში.
მდგრადობა:
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, კერძოდ, საახალწლო ტრადიციები იმერეთში,
გამოუმუშავდათ თმანაშრომლობითი უნარ-ჩვევები, შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება.
პროექტის
ხელმძღვანელი: მარუსა ბერუაშვილი
28
დეკემბერს კი ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების სახით.
მდგრადობა : მოსწავლეებმა
ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ იმერეთში და მის მნიშვნელობაზე
ამოცანები
|
აქტივობები
|
დრო
|
რესურსი
|
ბიუჯეტი
|
ამოცანის შედეგი
|
|
მიზნის დასახვა
|
ინფორმაციის მოძიება, თემების
შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.
|
1 კვირა
|
წიგნები, სახელ–ლო, ინტერნეტი.
|
სკოლის კუთვნილი
|
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული
ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია
|
|
მოსწავლეთა მიერ მოძიებული და შექმნილი სურათების გამოფენა.
|
სურათების მოძიება.
|
1 კვირა
|
წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები. კომპიუტერი
ფერადი ფანქრები.
|
სკოლის კუთვნილი
|
მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და
შემოქმედებით უნარ-ჩვევები,
|
|
ღონისძიების ჩატარება
|
მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება,ღონისძიების გამართვა.
|
2 სთ
|
ვიდეო–ტექნიკა, ფოტოაპარატი,
მოხსენებები, კომპიუტერი,მუსიკალური ტექნიკა.
|
სკოლის კუთვნილი
|
გამართეს ღონისძიება,განუვითარდათ
პრეზენტაციისა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
|
|
სასწავლო პროექტის რეფლექსია
განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-4
კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა
ორ კვირას
მიზანი: შეძლონ
ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევები, შეძლონ
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია
ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა
დაწერეს მოხსენებები, გამოიმუშავეს სინთეზის
უნარ–ჩვევა,განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების
შესახებ იმერეთში. მის მნიშვნელობაზე .
პროექტის ,, საახალწლო ტრადიციები იმერეთში,
’’.
დაკვირვების
ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები
გაინაწილეს.
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც
წიგნებში ასევე ინტერნეტში. მომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ისინი
ასეთ რამეში ჯერ-ჯერობით დახელოვნებულნი არ იყვნენ და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.,
მომზადებული წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და მხურვალე აპლოდისმენტი დაიმსახურეს.
|
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
|
მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი
იყვნენ ინფორმაციის მოძიებით, ხატვით, რჩებოდნენ
გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებნენ საჭირო ინფორმაციას და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს
უზიარებდნენ,თანამშროლობდნენ, ამზადებდნენ სიმრერებსა და ცეკვებს.
|
ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და
საქმიანი ხასიათი
|
მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა,
საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში
უნდა განგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლა–
გამოცვლა. ეტაპობრივად მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ. მოხსენებები დაწერეს , გამაცვნეს,
შენიშვნები გაითვალისწინეს. წარმოადგინეს ტრადიციული წეს -ჩვეულებები.
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის
მიზეზი
|
მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი
არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივავიითა და ჩართულობით.
|
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა,
ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი
მოტივაცია. კვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავსი
პროექტების განხორციელებისა. მათი თვითშეფასებაც ამაღლდა.
|
პროექტის ,, ,, საახალწლო ტრადიციები იმერეთში ’’.
შეფასება
კრიტერიუმი
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
შენიშვნა
|
პრობლემა.
რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული
|
||||
მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი,
ნათელი და გაზომვადია.
|
||||
ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის
მიზანს.
|
||||
განხორციელების
გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად
რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.
|
||||
შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის
მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.
|
ღონისძიებაზე
წარმოვადგინეთ საახალწლო ტრადიციები იმერეთში, წაიკითხეს ბავშვებმა საახალწლო
ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
პროექტის
განხორციელება მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის რადგან მათ შეძლეს
ინფორმაციის მოძიება და მისი მხატვრულად წარმოდგენა.ასევე პროექტი ძალიან
დამეხმარა მოსწავლეთა თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის, რაც იმაში
გამოიხატა რომ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციის დროს ყურადღებით უსმენდნენ
ერთმანეთს, ასევე თვითონვე გაანაწილეს როლები ვინ იცეკვებდა ქართულს, აჭარულს,
რაჭულს, ვინ შეასრულებდა სიმღერებს. ანუ, პროექტის მსვლელობის დროს იგრძნობოდა
კლასში მეგობრული დამოკიდებულება, ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარები. ყველა
მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების მსვლელობაში. ღონისძიების ხანგრძლივობა
იყო დაახლოებით ერთი საათი. მიმაჩნია რომ შეძლებდნან უფრო მეტს და კარგი იქნებოდა
თუ მარტო ქართლით არ შემოვიფარგლებოდი და საქართველოს სხვა კუთხის ტრადიციებზეც
გავამახვილებდი მათ ყურადღებას.
პროექტში
მონაწილეობდნენ მუსიკის, ცეკვის და ხელოვნების მასწავლებლები, რომლებმაც
თავისი წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში.










No comments:
Post a Comment