Monday, May 13, 2019

პროექტი ,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში"


        პროექტი-,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!’’
პროექტის სახელწოდება ,, ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!’     
პროექტის მთავარი იდეა: სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება.
პროექტის აქტუალობა  -  თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ  დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანების, ცხოველების, მცენარეების სიცოცხლეს, სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია.
პრობლემა -  მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების დაბალი დონე.  არ უფრთხილდებიან გარემოს, უადგილოდ  ყრიან ნარჩენებს. საფრთხეს უქმნიან როგორც თავიანთ, ისე ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობას.
პროექტის მთავარი იდეა - გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს გარემოსადმი  ზრუნვის პასუხისმგებლობა,შეძლონ  სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება.
პროექტის მიზნები - მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის უნარი,გააცნობიერებენ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეულ საფრთხეს და გამოუმუშავდებათ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
მონაწილეთა ასაკი - 9-10 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა - 2 კვირა
-         პროექტისათვის  საჭირო  რესურსები:  ფლიფჩარტები,მარკერები,კომპიუტერი, google საძიებო სისტემა, პროექტორი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა -  თემის ,,გარემოზე ზრუნვა“-- შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი  ეზრუნათ საკუთარი სოფლის და სკოლის სისუფთავეზე. კლასი დაიყოფა ჯგუფებად:
1 ჯგუფი --გამოიკვლიეთ და ჩამოწერეთ სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების მიზეზები.
2ჯგუფი --გადაუღეთ სურათები დაბინძურებულ ტერიტორიას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -   მსგავსი პროექტების მიზანია,მოზარდს გამოუმუშავოს  გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება,კვლევის,ძიების დაზარისხების, გარემოს შესწავლის, მისი  დაცვისა და თანამშრომლობის უნარები.
მოსალოდნელი შედეგები -   ბავშვები გააცნობიერებენ,  რომ გარემო ადამიანებისაგან მოითხოვს შველასა და მზრუნველობას, არ უნდა დაანაგვიანონ გარემო! ,არ დააბინძურონ წყალი,შეინარჩუნონ  ლამაზი ფლორა და ფაუნა,რომ იყვნენ ჯანმრთელები.
მდგრადობა:მოსწავლეებს გამოუმუშავდათ თანამშრომლობის უნარი, გააცნობიერეს გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდათ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
პროექტის ხელმძღვანელი - მარუსა ბერუაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - marusa.beruashvili @gmail.com

ამოცანები
აქტივობები
დრო
რესურსი
ბიუჯეტი
ამოცანის შედეგი
მიზნის დასახვა
გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დასახელება და ჩამოწერა.
 ინფორმაციის მოძიება, თემების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.
1 კვირა
წიგნები, სახელ–ლო, ინტერნეტი.
ადამიანური რესურსი.
სკოლის კუთვნილი
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია
მოსწავლეთა მიერ გადაღებული სურათების გამოფენა.
სუფთა გარემო.
დანაგვიანებული გარემო.
სურათების

გადაღება.

1 კვირა
წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი
ფერადი ფანქრები.
სკოლის კუთვნილი
მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და
შემოქმედებით უნარ-ჩვევები,


პრეზენტაციის ჩატარება
მოსწავლეთა მიერ მოხსენებების გაკეთება(პრეზენტაცია) კითხვა– პასუხი,დისკუსია, შეჯამება
2 სთ
ვიდეო–ტექნიკა, ფოტოაპარატი,დაფა, ცარცი, მოხსენებები, კომპიუტერი
სკოლის კუთვნილი
 გააკეთეს მოხსენება. განუვითარდათ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.




სასწავლო პროექტის რეფლექსია
განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას
პროექტის დასახელება:  ,, ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!’’

მიზანი: მოსწავლეთათვის გაცნობა იმისა ,თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ასევე ცხოველებისა და მცენარეებისათვის.
განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარი, პრეზენტაციის უნარი. გამოუმუშავდებათ გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება.
დაწერენ მოხსენებას,  გააკეთებენ პრეზენტაციას. განუვითარდებათ ანალიზის უნარი.მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში.
პროექტის შედეგად : გამოიკვლიეს და ჩამოწერეს სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის  დაბინძურების მიზეზები. სურათები გადაუღეს დაბინძურებულ ტერიტორიას. მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია, მოსწავლეებმა დაწერეს მოხსენებები, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარ–ჩვევა,განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მათ  ისაუბრეს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და გაააკეთეს დასკვნა--,,  ყველას ვალია ვიზრუნოთ  როგორც ხელოვნური,ისე ბუნებრივი საარსებო გარემოს სიჯანსაღეზე!         
,,,
პროექტის ,,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!’’.
 დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები გაინაწილეს.
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში, შეისწავლეს სოფლის ტერიტორიის დაბინძურების მიზეზები.  მომხსენებლები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ,  და პროექტის მიმართ დიდ  პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიებით,  სურათების გადაღებით, რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, ინტერნეტით იძიებდნენ საჭირო ინფორმაციას,აკვირდებოდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და ერთმანეთთან  თანამშრომლობდნენ,
ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა განგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლა– გამოცვლა. ეტაპობრივად მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ. მოხსენებები დაწერეს , სურათები გადაიღეს,  გამაცნეს, შენიშვნები გაითვალისწინეს.
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით.
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობდნენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაცია.  კვლავ გამოთქვეს სურვილი მსგავსი პროექტების განხორციელებისა.



პროექტის -,, ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!’’
                       შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.




ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.




განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.




შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.



















         
                     





   







                                                         
         



  
                                                                                         




No comments:

Post a Comment